დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1 254 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ამირან გამყრელიძის განამრტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 50 პროცენტი ცირკულირებს „ომიკრონი“. მისივე თქმით, „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ მას აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.
გაბუნია: ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ “ომიკრონია”, დადასტურებულია 1 200-ზე მეტი შემთხვევა
„ჩვენ 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს, არა – ომიკრონიც იწვევს გართულებას და იწვევს დამძიმებას, ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.