LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: დავაკვირდი, ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს, მიკროავტობისებში – არა

160
dsc7163-2020-05-29-11-15-04-799494-1024x683

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიკროავტობუსებში ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, წესების დაცვაზე უნდა გააფრთხილონ.

„ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში პატიოსნად იყო დაცული წესები, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი.

ფოტოამბავი: როგორია ტრანსპორტის ამუშავების პირველი დღე

ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ... ცოტა "მარშუტკა", ცოტაც უპირბადეობა და ცოტა მგზავრები...

დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები