LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ვინც აცრილი არ არის, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი – „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს

227
ing

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

როგორც ამირან გამყრელიძე “ინტერპრესნიუთან” აცხადებს, ის კოვიდვაქცინები, რომლებიც ახლა ქვეყანაშია, კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ეფექტიანია “ბუსტერ” დოზა:

“ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი “ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც “ბუსტერი” უკვე აქვს, მეორე “ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს “ფაიზერი”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”. რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტიანია, განსაკუთრებით “ბუსტერი”, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, იმუნიზაციის არსებული ტემპით, საქართველოში იმუნური ფენის მაჩვენებელი, შესაძლოა, 85%-დან 60%-ზე დაბლა ჩამოვიდეს:

“სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ ახლა, იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, სხვა დიდი ტალღების მით ნაკლები ალბათობა იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

რას აცხადებენ სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, წაიკითხავთ ვრცლად:

ცერცვაძე: ველი, რომ კოვიდის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს შემოდგომაზე მიაღწევს, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ნიღბის ტარების ვალდებულება

5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია.. არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს – ივანე ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები