LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ვთხოვ ახალგაზრდებს – დაეხმარეთ 65 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარე რეგისტრაციაში

86
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მიმართავს 65 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას და მათი ოჯახის წევრებს – დაეხმარონ მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარე რეგისტრაციაში და ასევე არ შემოიფარგლონ მხოლოდ პორტალზე რეგისტრაციით.

ამირან გამყრელიძის თქმით, ხანდაზმულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ კლინიკებს, სადაც იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მათ ადგილზევე, ვირტუალურ კაბინეტებში დაეხმარებიან:

“მე მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით 65 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს, რომ მხოლოდ პორტალით ნუ შემოიფარგლებიან. მინდა მათ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს – შვილებს, შვილიშვილებს მივმართო და ვთხოვო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები ნაკლები აქვს, მიეხმარონ დარეგისტრირებაში.

რეგისტრაცია იქნება ორკვირიანი, შემდეგ შეიძლება კიდევ გახანგრძლივდეს, იმის მიხედვით, თუ რა მარაგი გვექნება ვაქცინების.

ამ ადამიანებს ასევე შეუძლიათ, პირდაპირ ამ 24 კლინიკაში, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, მივიდნენ, იქ არის ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადგილზე დაეხმარებიან მათ, ვისაც არ შეუძლია წინასწარ დაჯავშნა. ადამიანების ამ კატეგორიას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ყველამ ხელი. იცით, რომ ყველა ქვეყნის ყველაზე მაღალ პრიორიტეტულ ჯგუფში არიან სამედიცინო პერსონალი და ასაკით მოწყვლადი ადამიანები, რამეთუ გართულებების ყველაზე დიდი პროცენტი ჩვენ გვაქვს ხანდაზმულებში და სამწუხაროდ, ფატალური გამოსავალი ყველაზე მაღალი აქ გვაქვს.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს 18:00 საათის შემდეგ, 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ რეგისტრაციის დროს რომელ ვაქცინას მიიღებენ – “ასტრაზენეკას” თუ “ფაიზერს”, თუმცა აღნიშნა, რომ “ფაიზერი” იქნება სამ ადგილზე – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო ის კლინიკები სადაც “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა მიმდინარეობს, გაფანტულია რეგიონების მიხედვით.

პოპულალურები