“წარსულის გამოცდილებიდან, ყველაფერი გააკეთეს IT სამსახურებმა, რომ პორტალმა booking.gov.ge-მ იმუშაოს გამართულად”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“დღეს ჩვენი, დაავადებათა ცენტრის პორტალები განთავსებულია ყველაზე უფრო უსაფრთხო სერვერებზე ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ მან უნდა იმუშაოს ჩვეულებრივად”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათზე სარეგისტრაციო პორტალი Pfizer-ის მსურველი მოქალაქეებისთვის გაიხსნება, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
ცნობილია, რომელ კლინიკებში შეძლებთ “ფაიზერით” აცრას
გამყრელიძე: “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს, მაგრამ არა – ახლა