LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამზირის დატვირთვამ ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა და ორზოლიანი საცობი გაიჩითა” – რა ვითარებაა ვაკეში

1783
BeFunky-collage (6)

ხვალ, 1 აგვისტოდან ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირზე შუაში, ავტომობილების საპირისპირო შემხვედრ ზოლში იმოძრავებენ. მოძრობის ახალი სქემის მიღებით, როგორ დედაქალაქის მთავრობა ირწმუნება, მათი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის ყველაზე კომფორტული ავტობუსით მგზავრობა გახდეს, ამიტომ ხვალიდან, რეაბილიტირებულ გამზირზე გზა ძირითადად მუნიციპალურ ტრანსპორტს დაეთმობა.

გაჩერებიდან საფეხმავლო მხარეს მგზავრები ზებრა გადასასვლელებისა და შუქნიშნების დახმარებით მოხვდებიან.

 

განახლებული ჭავჭავაძის მოლოდინები: ვის მაგალითზე გადმოიღეს შუა გზაში სიარული და აქვს თუ არა თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ცვლილებების თანახმად, მხოლოდ მარჯვნივ ჩახვევა შეეძლებათ. მოძრაობის მიმართულება შეიცვალა ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებმაც.

ცვლილებების ოფიციალურ ამოქმედებამდე ექსპერიმენტის ინიციატორმა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ავტობუსების მოძრაობის აღნიშნული სქემა დამატებით ე.წ. საცობებს არ შექმნის.

თუმცა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

“როგორც მოსალოდნელი იყო, გამზირის დატვირთვამ ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა და ორზოლიანი საცობი გაიჩითა.” – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

 

 

სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზი თუ რა მოხდება ვაკეში ხვალიდან.

ტრანსპორტის ახალი სქემით მოძრაობის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე კი ვითარება ასე გამოიყურებოდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები