უკრაინის პრეზიდენტის განაცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული საწყობი, საიდანაც დამპყრობლები ხარკოვის დასაბომბად S-300 ტიპის რაკეტებს იღებდნენ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ერთ-ერთი სარაკეტო საარტილერიო ბრიგადის მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ზუსტი ცეცხლით გაანადგურეს ის რუსული საწყობი, საიდანაც ოკუპანტები ხარკოვის დაბომბვისთვის S-300 ტიპის რაკეტებს იღებდნენ. კარგი რამ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. მადლობა ჩვენს გმირებს!
ოკუპანტებს აუცილებლად უპასუხებენ დღევანდელი სარაკეტო თავდასხმისთვის კრივოიზე და ზელენოდოლსკის, ნიკოპოლის, ჩერნიგოვისა და სუმის რაიონების, ხარკოვის ოლქის, დონბასის ქალაქებისა და მთელი ჩვენი ტერიტორიის დაბომბვისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობელთა საწყობების, ბაზების, გადასასვლელების და შტაბების თანმიმდევრულ, ძალიან ფრთხილად და ზუსტად განადგურებას.