LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული პეტრას ციხე აპრილში გაიხსნება: შესვლა 1-დან 5 ლარამდე ეღირება

318
petras-cixe

ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს. ინფორმაციას ვებგვერდი „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის.

არსებული ინფორმაციით, ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება,  ბილეთის ღირებულება კი 1-დან 5 ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები