LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლების უმთავრესი მიღწევა კოლეჯში მოხვედრა გვგონია, არადა ეს ჩვენი ახირებაა” – ფორტუნა აკადემია

155
172559-800x600

სპიკერი სენ ქენ რობინსონი ფიქრობს, რომ დღეს განათლების სფეროში არსებობს ბევრი “თავს მოხვეული” შეხედულება. ერთ-ერთი სწორხაზოვნების იდეაა. მისი თქმით, ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი და ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ადამიანები ქმნიან საკუთარ სოცოხლეს.

„ჩვენ ავიკვიატეთ ეს სწორხაზოვნება. განათლების უმთავრესი მიღწევა კოლეჯში მოხვედრა გვგონია. ჩვენი ახირებაა კოლეჯში ჩაბარება. არ ვამბობ, რომ არ უნდა წახვიდეთ კოლეჯში, მაგრამ არ არის საჭირო ყველა ახლა წახვიდეთ, მოგვიანებითაც შეიძლება. ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოში ვიყავი, წიგნებზე ხელი უნდა მომეწერა. ოცდაათამდე წლის კაცი მოვიდა და წიგნი იყიდა. ვკითხე, სად მუშაობ მეთქი? მიპასუხა, მეხანძრე ვარო. რამდენი ხანია, რაც მეხანძრე ხარ, მეთქი? მიპასუხა, ყოველთვის მეხანძრე ვიყავიო. როდის გადაწყვიტე, მეთქი? პატარა, რომ ვიყავიო. შემდეგ გაიხსენა სკოლის პერიოდი. აღმოჩნდა, რომ ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა ის ფაქტი, რომ სკოლაში მასწავლებლები მის ამ სურვილს სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა ისიც უთხრა, რომ მეხანძრეობა სიცოცხლის ფუჭად გატარების ტოლფასი იქნებოდა. მაგრამ მას მხოლოდ მეხანძრეობა სურდა. ამიტომ როგორც კი სკოლა დაამთავრა, მეხანძრედ დაიწყო მუშაობა. ექვსი თვის წინ მან სწორედ ის მასწავლებელი სიკვდილს გადაარჩინა. “საგზაო შემთხვევა იყო, გამოვიყვანე და რესპირატორი მივეცი, მისი ცოლიც გადავარჩინე. იმედია, ახლა ჩემზე უკეთესი აზრისაა”, – მომიყვა მეხანძრემ. ამიტომ გახსოვდეთ, ნიჭი მრავალგვარია, ადამიანებს განსხვავებული მისწრაფებები აქვთ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები