ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გვიან მოლაპარაკე ბავშვებზე საუბრობს. რა უშლის ხელს მეტყველების განვითარებას და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:

„განვითარებულ ქვეყნებში 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის აკრძალეს გაჯეტების, კომპიუტერის, ტელეფონის გამოყენება. თავის ტვინი მოწყობილია ისე, რომ ბუნებრივ მეტყველებას მეტად აღიქვამს მარცხენა ნახევარსფერო, ტელევიზორიდან წამოსულ ინფორმაცია კი აღიქმება მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ. თუ ბავშვი მოწყვლადია და ისედაც მეტყველების სირთულეები აქვს, მას ამის კომპენსირება გაუჭირდება.

ბავშვი ტელევიზორიდან გაგონილს სიმღერასავით იმახსოვრებს და ინტონაციაც კი გადმოაქვს. როდესაც ბავშვი პატარაა და მის ცხოვრებში ორი ენა პარალელურად შემოდის, მისთვის ძალიან რთულია გამიჯნოს, რომელია ქართული და რომელი სხვა. მისთვის არსებობს მხოლოდ სიტყვების ერთობლიობა. ძალინა ბევრი ბავშვი ქართულად უცხოენოვანი აქცენტით საუბრობს, თითქოს ქართველი არ არის. ესეც ტელევიზორიდან წამოსული ინფორმაციის ბრალია. ფსიქოლოგების რეკომენდაციაა, რომ ბავშმა ჯერ დაიწყოს მშობლიური ენა და შემდეგ მოხდეს სხვა ენების ათვისება.

ძალიან ბევრმა მშობელმა დააგვიანა სპეციალისტთან მიმართვა იმის გამო, რომ მამამაც გვიან დაიწყო საუბარი, ან მოსაზრება აქვს, რომ ბიჭები გვიან იწყებენ საუბარს. როდესაც მამამ გვიან დაიწყო საუბარი, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მამასაც პრობლემები ჰქონდა. ამიტომ დალოდება ამ დროს არ ღირს, პირიქით, ჩვენ მეტი მობილიზება გვმართებს. რაც ეხება ბიჭებს, ბიჭები ზოგადად უფრო გვიან ყალიბდებიან, მაგრამ ზოგადი სტანდარტი ბიჭებზე და გოგონებზე ერთნაირად ვრცელდება.“

მსგავსი თემები