LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გატაცებული ექიმის ცოლი მზის სათვალეში მალავს დასიებულ თვალებს…”

29592
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის ემოციების შესახებ წერს. ის ამბობს, რომ ექიმის ცოლი თვალებს ოპერატორებისგან დღეს მზის სათვალით მალავდა…

გთავაზობთ სტატუსს:

“გატაცებული ექიმის ცოლს, დღეს ოპერატორებმა სთხოვეს, თუ შეიძლება, მოიხსენით მზის სათვალე, ირეკლავს.

ქალმა უარი უთხრა – ვერა.

გვერდით ვედექი, ახლოს პროფილთან. ჩემდაუნებურად, მისი სათვალის მიღმა შევიხედე. ექიმის ცოლს თვალები ჰქონდა დასიებული.

ჰოდა, ამ ყველაფრის – პეტიციების, აქციების, გაეროს ოფისთან ხმაურის, პლაკატების, საოკუპაციო ხაზის, მოლაპარაკებების უკან, დგას ორი მთავარი რამ – მონატრება და სიყვარული.

ყველაზე მეტად ექიმის ცოლს უჭირს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

გაფრინდაშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა მიიღო

ჩვენ, დანარჩენები, უბრალოდ ვაშუქებთ ამბავს, აქციებზე ვხმაურობთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მერე ვბრუნდებით სახლებში და ჩვეულ რუტინას ვაგრძელებთ.

ექიმის ცოლი კი მზის სათვალეში მალავს თვალებს.

მინდოდა მეთქვა.

თუკი სადმე გადააწყდება ამ სტატუსს, იმედია, არ მიწყენს, რომ გავთქვი მისი მონატრება”.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები დღეს გაეროს ოფისთან შეიკრიბნენ. ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მცდელობა ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის დასახსნელად, არასაკმარისია.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება – ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები