LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს გმირებს“ – ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, თბილისში 23-24 აპრილს ჩამოასვენებენ

145
ქართველი მებრძოლები უკრაინაში

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველების შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილ არკადი კასრაძეს ხვალ, ხოლო ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს ზეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენებენ.

„მეგობრებო, ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში საქართველოს საკონსულოს, ქართველი მებრძოლის არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ შაბათს, 23 აპრილს გამთენიისას, 04:55 საათზე ვარშავა-თბილისის რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

რაც შეეხება ზაზა ბიწაძის და ალიკა ცაავას ცხედრებს, მათ ჩამოასვენებენ მომდევნო დღეს, კვირას, 24 აპრილს გამთენიისას 04:55 საათზე, იგივე ვარშავა-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს გმირებს.
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ – წერს ვანო ნადირაძე „ფეისბუქზე“.