LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთო, ეს რასელ ქროუა?! – მეგობართან ჩახუტებული მსახიობი პაპარაცებმა ვერ იცნეს

316
raselqro20102

გამოცემა „დეილი მეილი“ აქვეყნებს რასელ ქროუს ახალ ფოტოებს, რომელიც სიდნეიში, კორტებზეა გადაღებული. „გლადიატორის“ ვარსკვლავი მეგობარ გოგონასთან, მსახიობ ბრიტნი ტერიოსთან ერთად გადაიღეს, როდესაც წყვილი კორტებთან ჩახუტებული იდგა. 56 წლის მსახიობი საგრძნობლადაა მომატებული წონაში და მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

კორტებზე რასელ ქროუმ აქტიური ვარჯიში დაიწყო. მიზეზი კი მისი ახალი ფილმია, სახელწოდებით ,,დაუოკებელი”, სადაც ოსკაროსანი მსახიობი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცის როლს ასრულებს. რაც ეხება მის მეგობარს, 30 წლის მსახიობი ბრიტნი ტერიო ქროუს დიდი ხნის მეგობარია, თუმცა, მათ ურთიერთობაზე ბევრს წერენ. ამ დრომდე წყვილის რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ქროუს ახალ ფოტოებს კი სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: „ღმერთო, ეს რასელ ქროუა?!“– წერენ თაყვანისმცემლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები