მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში არსებულ ერთ-ერთ პარაგრაფს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, განათლების სამინისტროს ოფიციალური განცხადების შემდეგ, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში ძალიან სწორად არის შეყვანილი და რაც დრო გავა, მას ქვეყნის ისტორიაში კიდევ უფრო დაფასებული ადგილი ექნება:
“სახელმძღვანელოში აბსოლუტურად სწორად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?! დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში ის საგმირო საქმეები არ არის ასახული, რაც ჩაიდინა, რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე’, – თქვა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ფოტოები. ერთ-ერთ პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.
აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს: შალვა ნათელაშვილი
როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე