LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: მანჯგალაძე საკუთარ დაბადების დღეზე 10 კაცს ვერ შეკრებს, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო

67
Untitled design (1)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც – თუ ხელისუფლების გამო ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ქუჩაში ათი ათასობით მოქალაქე გამოვა – უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, „მანჯგალაძემ ჯერ საკუთარ დაბადების დღეზე შეკრიბოს 100 კაცი და აქცია ამის შემდეგ გამართოს“.

„კარგი ძმაო, „რახამც“ შენ იტყვი-თქო. ჯერ პაატა მანჯგალაძე ვინ არის და მისი დაძახებული ასი ათასი კი არა.

პაატა მანჯგალაძეს გადაეცით, რომ 100 კაცი თავის დაბადების დღეზე რესტორანში შეკრიბოს და მერე დაუძახოს ხალხს და გააკეთოს აქცია. 10 კაცს ვერ შეკრებს თავის დაბადების დღეზე მანჯგალაძე, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

პოპულარულები