LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბუღაძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება: არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი მოკვდეს

104
bugadze da misha

მხატვარი გია ბუღაძე თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას შეურთდა.

„პარტიული არ ვარ. მოგეხსენებათ, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, მაგრამ არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი მოკვდეს. ნამდვილად არ მინდა, მეორე პრეზიდენტიც ვიხილო მკვდარი და შემდეგ ვაი-ვიში. არ მინდა, მსოფლიოში თავი მომეჭრას”- აცხადებს გია ბუღაძე „ტვ პირველთან“.

ოპოზიციის ორგანიზებული აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები