LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანის 60 წლის იუბილე „ივენთ ჰოლში“ ანშლაგით ჩატარდა (ვიდეო)

1594
davitianigia

„ივენთ ჰოლმა“ „ალილოს“ წევრის, ცნობილი პირველი ხმის, გია დავითიანის 60 წლის იუბილეს უმასპინძლა. ანშლაგით გამართულ საღამოზე სცენაზე ყველას ნახავდით, ვისაც ქართული საზოგადოება ქართული სიმღერის კარგ შემსრულებლად იცნობს – „ქართული ხმები, შვიდკაცა, ქუჩის მუსიკოსები, ალილო, მერაბ სეფაშვილი, ნატო გელაშვილი, დათო არჩვაძე და სხვები.

როგორც საღამოს ჩატარებამდე გია ბაღაშვილი „არ დაიდარდოსთან“ საუბრისას აღნიშნავდა: „გია მრავალმხრივი მუსიკოსია, იქნება სოლო სიმღერები, დუეტები, ის ადამიანები, ვინც სცენაზე იდგებიან, ყველა გიას მეგობარია. საკმაოდ რთული პროგრამაა, გიას გარდა ყველას გვეშინია, მსოფლიოში სხვა არავინ მეგულება ამ რეპერტუარზე და ასეთი დატვირთვის პროგრამაზე ხელი მოაწეროს“.

გია დავითიანის საღამოზე დასასწრებად და მასთან ერთად კომპოზიციის შესასრულებლად ცნობილი ტენორი ოთარ ჯორჯიკია ჩამოვიდა, რომელთან დუეტმაც დარბაზი აღაფრთოვანა.

„თავისუფლება ლომთა ხვედრია“ – ამ სიმღერით, რომელიც გია დავითიანთან ერთად უამრავმა მუსიკოსმა შეასრულა, კონცერტი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კონცერტს მამუკა ჩარკვიანიც ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები