LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „გიფიქრიათ, რა ძნელია, კარგი და ფიქრიანი ადამიანი აღვზარდოთ და რამდენი რამ გვიშლის ხელს ამაში…“

415
gia-murgulia

ფილოლოგი, ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, თუ რა ძნელია საზრიანი ადამიანის აღზრდა და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს ამისთვის.

გთავაზობთ მის სტატუსს :

,,როდესაც ტელევიზიით ვუყურებ, როგორი სერიოზული სახეებით მოგვახსენებენ და კბილებითაც იცავენ დროგონებაამოვარდნილ მოსაზრებებს, ვერაფრით ვიჯერებ, რომ აქტუალურობა დაკარგა იულიან ტუვიმის, ჩემი აზრით, უკვდავმა ფრაზამ:

“სისულელის ლაპარაკი შეიძლება, ოღონდ – არა საზეიმო იერით”.

ამის შემდეგ, პრაქტიკულად უპაუზოდ ვიხსენებ მიგელ სერვანტესის ნათქვამსაც:

“არიან ადამიანები, რომლებსაც ლათინურის ცოდნა ხელს არ უშლით, ვირებად დარჩნენ”.

გიფიქრიათ, რა ძნელია, კარგი და ფიქრიანი ადამიანი აღვზარდოთ და რამდენი რამ გვიშლის ხელს ამაში?

მგონი, გაცილებით მეტი, ვიდრე არყოფნას ეძვირფასება.

თუმცა, “გონიერი გული” ადამიანებს მარტო არასდროს ტოვებს – ქაოსში ჩაიკარგებიან და შესაბრალისნი იქნებიან.

ლათინური იარაღია და არა მიზანი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები