LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: დისკუსიის წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ

41
გიგა ბოკერია

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოპტიმიზმისთვის წინაპირობები არ გვაქვს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სიტყვების ნაცვლად, ქმედებებით უნდა ვიმსჯელოთ.

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოპტიმიზმისთვის წინაპირობები არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, მზად არის იმოქმედოს და შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც ივანიშვილისა და მის გარემოცვას აქვს, მხოლოდ მოხარული ვიქნებით.

არ ვართ დისკუსიის წინააღმდეგი, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ, რადგან უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი. პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს უფრო ნორმალური იქნებოდა.

თავისუფალი სამყაროს მოლოდინი, თუ მისი წევრობა გსურს, რაც ივანიშვილის რეჟიმს არ სურს, არის ის, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება, არ იქნება ძალადობა, პოლიტიკური დევნა, იქნება კანონის უზენაესობა – ეს არის დაკვეთა. ივანიშვილის რეჟიმი სიმულაციებს ხშირად ახდენდა იმისთვის, რომ გარეთ თუ რამე თავის ტკივილი აქვს, ამას რაღაცნაირად მიხედოს. როცა მესმის განცხადება, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ოღონდ თუ ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ამაში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით სერგეენკო: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g