სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაში კერძოდ, ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას გეგმავს. გიგამ სოციალურ ქსელში ბაღის და სკოლის პროექტიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბუჩას მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მისცა.
ვეღარ იტევს გული, ბუჩაში სკოლასაც ვაშენებთ, ძალიან ლამაზი გამოდის! – გიგა მაქარაშვილი
ამჯერად, გიგა მორიგ პოსტში წერს, რომ ბუჩას მერმა მას ქართველი დირექტორის დანიშვნა შესთავაზა.
“ბუჩას მერი რეკავს, პირველი წლები იქნებ ქართველი დირექტორი დავნიშნოთო…
ვახ, მაგაზე არც მიფიქრია, აშენებას და გასაღების მოწოდებას ვაპირებთ მეთქი
არა არაო, ქალაქში ხმა გავარდა ახალ ბაღზე და სკოლაზე და ვისაც შვილი ჰყავს ყველა ადგილის დაჯავშნას ცდილობსო
ჯერ არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მეშინოდეს?”, – წერს გიგა მაქარაშვილი.
„ეს კაშკაშა ბრილიანტი გოგო უნდა იცოდეთ!“ – ვისზე წერს გიგა მაქარაშვილი?