LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა

127
უგულავა

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ოპოზიციონერ დეპუტატს კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამის უფლება ექიმებმა მისცეს.

გუშინ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სრულად არის გამოჯანმრთელებული, მან PCR ტესტიც ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. როგორც უგულავა აღნიშნავს, არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არასდროს ჩააგდებს.