LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი დღეს 60 წლის გახდებოდა: „ძალიან ელოდებოდა ამ თარიღს და მისი გრანდიოზულად აღნიშვნა უნდოდა…“

362
გიო ხუციშვილი

მომღერალი გიო ხუციშვილი დღეს იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი დღეს 60 წლის გახდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მძიმე დიაგნოზის გამო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მთელ საქართველოს დასწყვიტა გული.

გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე „არტ ფმ“-ის ეთერში საუბრობს, როგორ აღნიშნავდა ის დაბადების დღეს:

„ძალიან ემზადებოდა, ყოველ წელს იხდიდა, არ არსებობდა, რომ არ გადაეხადა. ერთი კვირით ადრე იწყებდა სიის წერას, ედო ფურცელი და პასტა და მეუბნებოდა, ეს ჩაწერე, ის ჩაამატეო… ძალიან უყვარდა ეს დღე. მინდა გითხრათ, რომ 60 წლის იუბილეს ძალიან ელოდებოდა. ამბობდა, რომ ამ თარიღს განსაკუთრებულად დიდი შეკრებით აღნიშნავდა, რაც ისედაც ძალიან უყვარდა…“

როგორც მაია ჯორჯაძე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ამბობს, ოჯახი აცოცხლებს მის შემოქმედებას, გიოს მეგობრებთან და რადიოებსა და ტელევიზიებთან ერთად – „ყველა ცდილობს, რომ გიო იყოს. დღესაც მგონია, რომ აქ არის, შემოვა… ოთხი წელი ხდება უკვე, რაც აღარ არის, მაგრამ ეს შეგრძნება არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გიო არსებობდეს… გიოს ახალი ვერსიებია თუ რა არის, მაინც გიოა, ის დარჩა… თავისი რაღაცა დატოვა… დიდი რამ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g