LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგაძე: „თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ!“

143
გრიგოლ გიორგაძე

„თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ!“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ალტერნატიული შრომითი სამსახური არანაირად არ იქნება დაკავშირებული სამხედრო ფუნქციების შესრულებასთან.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

„ჩვენ არ განვმარტავთ და არ ვაფასებთ არის და თუ არა ორგანიზაცია რელიგიური ორგანიზაცია. მათ შორის თუ „ბიბლიური თავისუფლება“ მოისურვებს, შეგვიძლია ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სხვადასხვა მრავალფეროვანი ფორმა შევთავაზოთ და მათთვისაც მაქსიმალურად სასარგებლო იყოს“. – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს. ახალი კოდექსის თანახმად, 27 წლამდე ასაკის სასულიერო პირები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

მათ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევთ.

იაგო ხვიჩია: ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას საარჩევნო მიზანი აქვს

 

პოპულარულები