LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩახუნაშვილი: საზოგადოებამ ვერ გაითავისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება

743
BeFunky-collage (7)

საზოგადოებამ ვერ გაითავისა, რომ კაცი კვდება, პირდაპირ ვიტყვი და აქ ხელისუფლებას კითხვა-პასუხის საღამო არ აქვს, – ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“მინდა პროფესიონალურად ავხსნა. არის ამბულატორიული სამსახური, არის კლინიკური, შემდეგ სიმძიმის მიხედვით არის ინტენსიური თერაპია და შემდეგ რეანიმაციული მეთვალყურეობა.

კაცმა 50 დღე იშიმშილა. წარმოუდგენელი იყო, რომ გადარჩენილიყო. ამას მოჰყვა, ყველასთვის მოულოდნელი, ხელმეორედ 20-დღიანი შიმშილი.

გადახედეთ, ასეთი ნაშიმშილარი პიროვნება, რამდენია გადარჩენილი. რომელ რეაბილიტაციაზე საუბარი?

ჯერ, კლინიკურად ეს კაცი უნდა გადარჩეს. რატომ არის იქ ყოფნა შეუძლებელი?

არის კომპეტენტური დასკვნები. ჯანდაცვის სამინისტროში არის ხარისხის კონტროლი. გაგზავნონ კომისია და შეაფასონ მისი მკურნალობა”, – აღნიშნა გიორგი ჩახუნაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, დღეს, 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომას სააკაშვილი სავარაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება. მიზეზი კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ – გასვლითი სხდომა ჩაატაროს და პირადად გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა“ – მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისი საავადმყოფოში გადაყვანაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ

პარალელურად, “ნაციონალური მოძრობის” დეპუტატები დღეს ოფიციალურად შესთავაზებენ ხელისუფლებას თავდებობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის.

ბრეგაძე სააკაშვილზე: ტყუილია, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება… ჩვენ ვმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g