ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე მცირე ხნის წინ დაქორწინდა. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ორივე ოჯახის მხრიდან დიდი სურვილია შვილიშვილის ყოლის: „მაგრამ პირდაპირ ვერ გვეუბნებიან. ნატოს ძალიან უნდა ბებიობა. ვატყობ, რომ პატარა ბავშვი სახლში ძალიან მოენატრა. ვიცი, რომ ბავშვს ხშირად დაიტოვებს და კარგადაც გაზრდის…“
ფოტო – ნატო გელაშვილი: “დამიბრუნდნენ ჩემი შვილები”
გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო გელაშვილს რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს:
„იცით, ნატოს და ანეტას ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება აქვთ? სულ ცდილობენ ერთმანეთის გახარებას. ხან ერთი უყიდის მეორეს ყვავილს და ხან – პირიქით. ამ ყველაფრის ყურება კი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების და ჩემი ბედისწერის…“
ვიდეო: გიორგი ჭოხონელიძეს მომავალმა მეუღლემ პაემანზე საქორწინო ხელშეკრულება მიუტანა
ფოტო/ვიდეო: ნატო გელაშვილის რძლის ულამაზესი კაბა ქორწილში, რომელიც დათუნა სულიკაშვილმა შეკერა