მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა უკვე მრავალი წელია, ერთად არიან და პატარა ნენეს მშობლები გახლავან.
ისინი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჭორებისა და უარყოფითი კომენტარების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობენ.
სალომე აღნიშნავს:
„თვლიდნენ, რომ გიორგი ძალიან სიმპათიური და ნიჭიერია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით. ვიღაცამ ასეთი ფრაზაც დაწერა: სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო. თავდაჯერებულობის ამბავია. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ უშნო ვარ, არ მჯერა, რომ ჩვენი სიყვარული ისეთი ბრმაა, რომ გიორგი ობიექტურად ვეღარ აღმიქვამს, ამიტომ ეს დამოკიდებულება ჩემზე გავლენას ვერ ახდენს…“