LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს – ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო

204
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს.

მისი თქმით, „ეს არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით“:

„არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რამე საოცარი. ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი. გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს.
კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია. ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.

ამავე თემაზე:

გაბუნია: ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციაა.. განგაშის საფუძველი არ არსებობს

ივანე ჩხაიძე: არასოდეს ყოფილა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი – პიკი ჯერჯერობით არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები