LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

220
fxakadzegiorgi2012-2020-12-28-09-32-08-968632

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე, რამდენიმე კვლევას ცნობილ ვაქცინებთან დაკავშირებით საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ფაიზერი რომ ეფექტურია, ამის არაერთი კვლევაა  უკვე. იხილეთ კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო კვლევა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში „ფაიზერი“ და „მოდერნა“ საკმაოდ კარგ შედეგებს დებენ. ისე, ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 1 მილიარდი „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე გამოყენებულია.

✅ერთი ამგვარი ტიპის კვლევები მანახა რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე… მარტო პოლიტიკური და კორუფციული ტიპის კვლევები არის ხელმისაწვდომი და მეცნიერული კვლევების ხარისხისა რა მოგახსენოთ.

„კიდევ რამდენიმე კვლევა „ფაიზერთან“და „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით…

რუსული და ჩინური კვლევები სად არის?

იქნებ იმ 82 ექსპერტიდან, ვაქცინაციის გეგმა რომ მოამზადეს, ან ვაქცინაციის საბჭოს წევრებმა გამოაქვეყნონ ჩინური ვაქცინის შესახებ რაიმე. ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები