LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „დღეს კოვიდით გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი, კოვიდმა არ დაინდო…“

3889
fxakadzenews86

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელშ წერს ცნობილი ანტივაქსერის შესახებ, რომელიც ახლახან კორონავირუსით გარდაიცვალა.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა.

✅დღეს კოვიდით გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან. კოვიდმა არ დაინდო…

✅ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა,  რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ  არ არის საშიში. მაგრამ კოვიდი რომ დაემართა, 9 დღეში კოვიდმა მოკლა.

✅დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ „ყველაფერი იცი“❗️

✅მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია  – ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, დედაჩემი ასე ამბობდა… არაერთი „ანტივაქსერი“ უკვე ან კოვიდით გარდაიცვალა, ან ვირუსი გადაიტანა და არიან მძიმე მდგომარეობაში. მათ კი ისწავლეს „ჭკუა“, მაგრამ ამდენი ადამიანის „გონების მოწამვლას“ მოჰყვება მრავალი რეალური სიკვდილი და ინვალიდობა.

✅„ფაიზერის“ ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს (საქართველოში 10-მდე ადამიანს თუ ექნება)

✅დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით საქართველო

✅ანტივაქსერების სექტა არის ისევე საშიში, როგორც კომუნისტების სექტა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g