LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასწაულ ადგილას ვართ… 18 წლის გოგონას უნდა მივულოცოთ დაბადების დღეს…“ – ნანი ბრეგვაძის სიმღერა, ფხაკაძის „ლაივი“ და მოულოდნელი კითხვები ციცინო შურღაიას იუბილეზე

2562
cicino SurRaia

„სასწაულ ადგილას ვართ, 18 წლის გოგონას უნდა მივულოცოთ…“ – ამ სიტყვებით მიმართა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, ციცინო შურღაიას, რომელმაც იუბილე საკუთარ სახლში, მისი გამორჩეული სტუმრების გარემოცვაში აღნიშნა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიულოცეს სტუმრებმა ქირურგს იუბილე, რა სურვილები ჩაუთქვა თავად იუბილარმა ტორტის გაჭრისას და რა მოულოდნელი კითხვები დაუსვა მას გიორგი ფხაკაძემ პირდაპირ ეთერში.

გიორგი ფხაკაძის მიერ ჩართულ ფეისბუკ „ლაივში“ იუბილარმა თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დღე გაიხსენა, ლეგენდარულმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ კი საზოგადოებას პატრიარქის სიტყვებით მიმართა.

„საქართველოს ვეტყვი – მშვიდობას, სიყვარულს და გაერთიანებას და კიდევ გადარჩენას… პატრიარქის სიტყვებია ეს“, – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

„რა კარგი დაბადების დღე მაქვს… ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში, მინდა ჯანმრთელობა … ყველაზე საინტერესო დაბადების დღე? სადოქტოროს დაცვა დავამთხვიე, 37 წლის გავხდი იმ დღეს და მართლა ბედნიერი ვიყავი“, – აღნიშნა იუბილარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g