LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: “საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება, ბუსტერი გაიკეთეთ დროზე, იცით, რასაც წააგებთ”

235
giorgi-fkhakadze131

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება.

“✅გაფრთხილებდით…

✅ბუსტერი გაიკეთეთ დროზე…

✅ის, რომ საქართველოში კოვიდი მოსახლეობის უმრავლესობას სექტემბრამდე შეხვდება, ეს არის ფაქტი❗️

✅ისიც ფაქტია, რომ 60 წელს გადაცილებულებში და ქრონიკულ პაციენტებში კოვიდი უფრო რთულად მიმდინარეობს. ხო და, ბუსტერი დროზე გაიკეთეთ, ვინც უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ და დანარჩენები, რა ვიცი, “ლატარიას თამაშობთ”?! ან რა უნდა მოიგოთ?!

წაგებით იცით, რასაც წააგებთ…. თავად ჩამოთვალეთ…

✅ჯანმრთელობას გისურვებთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები