LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „უმაგრესი ამბავია, ბრაზილიის წამლის სააგენტომ დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა!“

748
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

„უმაგრესი ამბავია, დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა ბრაზილიის წამლის სააგენტომ!“,  – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უზიარებს სოციალურ ქსელში.

„დენგეს ცხელების საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც წამალი არსებობდა! ეს ვერაგი დაავადება კოღოების მიერ ვრცელდება (ძირითადად ტროპიკულ კლიმატურ ზონებში). ყოველ წელს დაახლოებით 390 მილიონი ადამიანი ინფიცირდება და სიკვტილობა 13%-დე ადის თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული.

2003 წელს მე ჩავატარე კვლევა ჩემს კოლეგასთან ერთად ინდოეთში დენგეს ცხელების შესახებ « Dengue Vectors in Chennai City ». კვლევა წარდგენილი იყო იორკის უნივსრსიტეტის მიერ ორგანუზებულ კონფერენციაზე. ამ კვლევის ჩატარების პროცესში პირადად არ ერთი ათეული დაავადებული ადამიანი მოვინახულე და ვნახე თუ რა ვერაგია ეს ვირუსი.

 

✅უმაგრესი ამბავია, დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა ბრაზილიის წამლის სააგენტო!
✅დენგეს ცხელების საწინააღმდეგო არც…

Posted by Giorgi Pkhakadze on სამშაბათი, 14 მარტი, 2023

 

დენგეს ცხელება ფიქსირდება როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.. აშშ-ის წამლის სააგენტომ შაკიკის სამკურნალოდ პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები