LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წევრი გახდა

716
giorgifocxsishvili2010

ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ახალგაზრდული შემადგენლობის ახალ წევრს მიესალმება. ეს გახლავთ საქართველოში ცნობილი ფოცხიშვილების მოცეკვავეთა გვარის წარმომადგენელი, გიორგი ფოცხიშვილი.

„გაიცანით ჩვენი ახალგაზრდული შემადგენლობის ახალი წევრები. ამ კვირას გიორგი ფოცხიშვილს წარმოგიდგენთ.

გიორგი საქართველოდანაა და თბილისში გაიზარდა. მან ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო და ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს მშობლებთან ერთად ოჯახის ეროვნულ სახეკვაო ანსამბლში.

როდესაც გიორგის 12 წელი შეუსრულდა, მან ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა.

17 წლისამ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის აკადემიის სტუდენტი გახდა ამსტერდამში და წელს ეს სასწავლებელი დაასრულა.

სიამოვნებით ველოდებით, როდის გამოვა გიორგი სცენაზე და ვუსურვებთ შესანიშნავ კარიერას ახალგაზრდულ შემადგენლობაში“, აღნიშნულია წარდგენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები