LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია ეკა კვესიტაძეს: „გიღალატია ქმრისთვის?..“

aqcentebi

27 იანვარს, „კვირის აქცენტების“ დასაწყისში, როცა გიორგი გაბუნიამ ეთერი ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძეს გადაულოცა, რომელსაც „ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალური სერია უნდა მოჰყოლოდა, წამყვანებს შორის ასეთი დიალოგი შედგა.

ნიკა გვარამია: გიორგი, როგორ მოიქცეოდი შენ ზაზას ადგილზე? ცოლი შენ არ გყავს და ამოწყვეტილი ხარ საერთოდ…

გიორგი გაბუნია: ხო, მაგას ვამბობ. უნდა წარმოვიდგინო თეორიულად. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. ყველანაირად შეიძლებოდა მოვქცეულიყავი.

ეკა კვესიტაძე: წვერებს დაიპუტავდა…

ნიკა: აპატიებდი თუ არა?

გიორგი: ამიტომაც არ მომყავს ცოლი, რომ ეს საფიქრალი არ მქონდეს…

ნიკა: რომა არ გაბოზებულიყო? ეს სინამდვილეში ძალიან ცუდი პასუხია. ეკა, შენ როგორ მოიქცეოდი?

გიორგი: მე მაინტერესებს, ეკას უღალატია თუ არა ქმრისთვის? ეკა, გიღალატია ქმრისთვის? რას იცინი? თქვი…

ეკა: ყველაფერს მოგიყვები…

გიორგი: ე.ი. მოსაყოლი რაღაც გაქვს…

ეკა: ძვირფას დროს გვართმევ უაზროდ.

გიროგი: ნუ გადაგყავს საუბარი…

ეკა: ასე პირდაპირ ეთერში დამპატიჟე და ყველაფერს მოგიყვები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები