პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.
პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება. გახარიას თქმით, პოლიტსაბჭოს წევრები არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.
პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს