პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს დებატებში იწვევს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე „იმედის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ „გიორგი გახარიას განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რამენაირად პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს“.
მისივე თქმით, „გიორგი გახარია დაიმალა მას შემდეგ, როდესაც როგორც პრემიერ-მინისტრმა ყველაზე უფრო მძიმე ვითარებაში უღალატა ქვეყანას და სახელმწიფო ინტერესებს“
„ახლა, გახარიას ხან პრეზიდენტის არჩევნების მოთხოვნა და ასევე სხვა განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს. მის ტივტივში ხელის შეწყობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.