LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გამსახურდია: „ამ ადამიანმა 3 მილიარდზე მეტი უანგაროდ დაახარჯა ქვეყანას.. თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“

907
BeFunky-collage (18)

„სულ ერთი თეთრის გარეშე რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, თავისი პიროვნული და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე აქვს ის ადამიანური კაპიტალი და ავტორიტეტი, რაც დღეს აქვს”,- ასე ეხმაურება გიორგი გამსახურდია უკრაინული მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

“სანქციებზე რატომ ვლაპარაკობთ? ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური რესურსი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს.

ამ ადამიანმა 3 მილიარდზე მეტი, რაც იშოვა ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, უანგაროდ დაახარჯა ქვეყანას. ჰქონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულით წარმოადგენს ძალაუფლებას ან პოლიტიკურ კაპიტალს. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პიროვნული ავტორიტეტი.

ეს მათი სიზმრების და ილუზიების ნაწილია და ამით იკვებავენ თავს. რა სანქციებზე მელაპარაკებით? თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მათ გვერდით დგას და რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“, – განაცხადა გამსახურდიამ “იმედის” ეთერში.

“რანაირ კითხვებს მისვამთ? საიდან მოგაქვთ?” – სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ვიზიტებისას, არასდროს დასმულა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g