LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კავკასიძე: „მიმაჩნია, რომ არასწორი იქნება მოსახლეობის სეგრეგაცია „აცრილებად“ და „არაცრილებად“

273
thumbnail (3)

„რეპროარტის” კლინიკური განვითარების მენეჯერი, გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რატომ მოიმატა ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ საქართველოში და რეალურად რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს იმისთვის, რომ აცრა დროულად ჩაიტარონ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„ნაცნობი მეკითხება – იცი, რატომ მოიმატა კოვიდ-19 ვაქცინაციის მსურველების რაოდენობამ? ზაფხული მოდის, ხალხს დასვენება და გართობა უნდა,  ხელისუფლება კი „აცრილებს“ პრივილეგიებს დაჰპირდა. მაგალითად, ბარებში, ღამის კლუბებში, უპრობლემოდ შეეძლებათ დროს გატარებაო.

მე არ ვიცი, არც მინახავს და არც მომისმენია მთავრობის ასეთი დაპირება. მიმაჩნია, რომ არასწორი იქნება მოსახლეობის სეგრეგაცია „აცრილებად“ და „არაცრილებად“.

ჩემი აზრით, იმუნიზაციის (აცრის) მოტივატორი დასვენება და გართობა კი არა, იმის  გათვითცნობიერება უნდა იყოს, რომ:

  1. იმუნიზებული ადამიანი გაცილებით „რთულად“ ინფიცირდება და თუ დაინფიცირდა, გაცილებით იოლ ფორმებში გადაიტანს კოვიდ-19-ს;
  2. იმუნიზაცია არის პანდემიის/ეპიდემიის შეჩერების ყველაზე სწრაფი და „უმტკივნეულო“ გზა. „უმტკივნეულოში“ კოვიდ-19-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილების რაოდენობას ვგულისხმობ;
  3. რამდენიც უნდა ვიბაქიბუქოთ, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენი ჯანმრთელობის სისტემა ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე დასავლეთის. ერთ მილიონ მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით გაცილებით უარესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე გერმანიას, ჰოლანდიას, რუსეთს, საბერძნეთს, უკრაინას და ა.შ. ამ პარამეტრით მსოფლიოში ჩვენზე უარესი მდგომარეობა 40 ქვეყანას აქვს, ჩვენზე უკეთესი – 160 ქვეყანას.
  4. რაც ნაკლები ინფიცირებული გვეყოლება, მით ნაკლები იქნება პოსტ-კოვიდ გართულებები. მაგალითად, თრომბოზები და თრომბოემბოლიები, სპერმატოგენეზის დარღვევა და შესაძლო უშვილობა ახალგაზრდა მამაკაცებში და სხვა;

ეს საკითხები ფართო დისკუსიის და კოვიდ-19-თან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს.

მეორე საკითხია ჯანმოს (WHO) მიერ ავტორიზირებულ და რეკომენდებულ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა. ამ საკითხშიც  სახელმწიფოს როლი არის პრიორიტეტული.  სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს ავტორიზებულ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ან/და მისცეს კერძო სექტორს ავტორიზებული ვაქცინების შემოტანის საშუალება და „მოცვის“ გაზრდა. რაც ნიშნავს პრიორიტეტული ჯგუფების უფასო ვაქცინაციის პარალელურ „კომერციულ“ ვაქცინაციას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები