LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოს სახით შეეცვალა

123
გიორგი შაქარაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს – საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები