LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ჩავურბინეთ მე და ჩემმა მეგობარმა მოხუცებს ხურვალეთში, რომ არ დაგიმალოთ, მეძნელებოდა და მეგონა, გამიჭირდებიდა მარტოპაპას მერე მათთან ვიზიტი…“

108
გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი ხურვალეთში მცხოვრებ მოხუცებულებს ესტუმრა და შესაბამისი ფოტოები და პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

„ჩავურბინეთ მე და ჩემმა მეგობარმა მოხუცებს ხურვალეთში, რომ არ დაგიმალოთ, მეძნელებოდა და მეგონა, გამიჭირდებიდა მარტოპაპას მერე მათთან ვიზიტი, თუმცა აშკარად ვცდებოდი, ძალიან მესიამოვნა იქ ჩასვლა.

შესაძლებლობიდან გამომდინარე, საჭირო ნივთები და სურსათი ჩავიტანეთ, ცოტაც ვისაუბრეთ გავიგეთ მათი ყოფა და პირობები.

დიდი მადლობა ქალბატონ ლუდა სალიას იმისთვის, რომ ეს ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ და იღებენ  ყველაფერს, რაც მათ ასე სჭირდებათ, მე კარგად ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს მოხუცისთვის იმას, რომ მას ადამიანად მიიჩნევენ.

აღვნიშნავ სუსუფთავეს და საცხოვრებელ პირობებს.

მადლობა ჩემს მეგობარს, რომელსაც გამოჩენა არ სურს, ვინც თავისი სურვილითა და ინიციატივით ამ ადამიანებს საჩუქრები ჩაუტანა.

სულ მაქვს იმის განცდა, ნეტავ, ბევრი გვქონდეს, რომ შევძლოთ თუნდაც კვარტალში ერთხელ გავულამაზოთ თითო დღე ასეთ ადამიანებს…“

გიორგი სუხიტაშვილი: „დასრულდა ჩემი ბავშვობა. არ მაწვალა, არც იწვალა, ასე ჩუმად წავიდა… ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა…“

„ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა, სადღაც ცოცხალი აღარ არის…“ – გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი “მარტო პაპას” გარდაცვალების შემდეგ

ორმოცი დღე გავიდა, ვცდილობ შევეგუო ტკივილს…მახსოვს რომელი ტანსაცმელი უყვარდა, რომელი კანფეტი… მენატრება ძალიან: გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი პაპაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები