LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი ქეთი დოლიძეს: „არავის საქმე არ არის, ადამიანები რატომ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს…“

3521
suxitashvilidolidze

კინორეჟისორ ქეთი დოლიძის გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ პრეტენზიები აქვს იმ ადამიანებთან, ვინც ქალაქში სოფლიდან ჩამოდის, რადგან შეუძლებელია, ყველამ თბილისში იცხოვროს, გიორგი სუხიტაშვილი ვრცელი ლაივით გამოეხმაურა.

ქეთი დოლიძე: „კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“

მომღერალი, რომელიც წარმოშობით კარალეთიდანაა, მიიჩნევს, რომ ადამიანები ვერ გავერთიანდებით ნამდვილი მტრის მიმართ, სანამ ერთმანეთთან არ მოვაგვარებთ ურთიერთობას.

გიორგი სუხიტაშვილი:

„არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები რატომ წამოვიდნენ სოფლიდან, არავის საქმე არ არის, ადამიანები რატომ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ეს მათი შეცდომაა, თუ არასწორი გათვლა, მიზანმიმართული, ისინი წყვეტენ თავიანთი ცხოვრების ბედს. ხშირად ლანძღავენ ადამიანებს, რატომ წავიდა მთიდან ბარშიო. ასე უნდა ცხოვრება. ისეთი ადამიანები აქილიკებენ, ვისაც იმ კონკრეტულ სოფელში ფეხი არ აუდგამს. სხვისი გადაწყვეტილებების გარჩევა ძალიან მარტივია ხოლმე. რას ითხოვენ მათგან, ვინც სოფლიდან წამოვიდა? რატომ არ ამუშავებენ მიწას, ზარმაცები არიანო. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ იციან, რა სირთულეები აქვს სოფელს. მეც მეუბნებიან ხოლმე, წადი, ვენახი გააშენეო. ვინმემ დათვალა, ვენახამდე რომ მიხვიდე, მიწის დამუშავება რომ დაიწყება, ბოძები რომ ჩასვათ, რაზეც მავთულები უნდა გააბათ, რა ხარჯებს უკავშირდება? არ დაგითვლიათ, არ იცით, ზოგადად…“

ყველა ადამიანის უფლებაა იცხოვროს (ან არ) იქ და ისე სადაც სურს.

სოფლელი VS ქალაქელი
თითიდან გამოწოვილი მავნებლობა!

Posted by Sukhita on Monday, June 7, 2021

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები