გიორგი ვაშაძე ჟურნალ „სარკეს“ უკრაინულ ამბებს უყვება. ამჟამად მან უკვე გამოაცილა მეუღლე კიევიდან, სადაც მეორე ნახევართან ერთად ჯერ კიდევ მაშინ ჩაფრინდა, როდესაც ომი არ იყო დაწყებული. გიორგი ისევ უკრაინაში დაბრუნდა, მისი მეუღლე კი თბილისში გამოემგზავრა.
გიორგი ვაშაძე:
„21 თებერვალს ჩამოვედი უკრაინაში. მაშინ, როცა პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა კონფლიქტთან დაკავშირებით. ომი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და, სიმართლე გითხრათ, გულმა არ მომითმინა, რომ საქართველოში ვყოფილიყავი.
ერთადერთი, რაც მაწუხებს, ჩემმა მეუღლემ თავი მოიკლა და ჩემთან ერთად წამოვიდა. ახლა გამოვუშვი საქართველოში და მე უფრო მშვიდად ვიქნები, დარჩენას ვაპირებ…
იმ მამაკაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც უკრაინაში მარტო, მეუღლეების გარეშე დადიან. აქამდეც ერთად დავდიოდით. დიდი საფრთხეა ქალებთან მიმართებაში ოკუპანტების ჯარის მხრიდან. მეუღლე ძალიან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დავითანხმე, რომ წამოსულიყო…
უკრაინაში ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველას უყვარს ერთმანეთი. საოცრად ეხმარებიან ერთმანეთს. ფული დააკლდება ვინმეს თუ სხვა რამე უნდა, ყველა მზად არის, დაეხმაროს. აღარც „ჩემი“ და „შენი“ არსებობს თითქოს, ყველაფერი საერთოა…
2008 წლის მერე დამავიწყდა ეს ხმები. რომ გადაიფრენს თვითმფრინავი, საშინელი შეგრძნება, არ იცი, სად ჩამოვარდება ბომბი. რა თქმა უნდა, ეს იწვევს შიშსა და შფოთვას ხალხში, მაგრამ პირველი 48 საათის შემდეგ დამშვიდდა ხალხი და აღარც პანიკაა…“