LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი, ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!

74
cbbfe09f6476751d6c431c2e323880fe_XL

მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთავარი ამოცანა, რომელიც დეკემბრამდე გვაქვს შესასრულებელი, არის დეოლიგარქიზაცია.

„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დეკემბრამდე გვაქვს შესასრულებელი, არის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, მინდა დავასახელო ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად მინდა ამ ტრიბუნიდან მას მივმართო – ბატონო ბიძინა, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნოთ ხალხს, დაუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები რუსთაველზე; დაუბრუნოთ იმ ათიათასობით ქართველს, რომელიც ემიგრაციაშია წასული უმძიმესი გაჭირვებიდან გამომდინარე. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად გაერიდოთ ძალაუფლებას და უთხრათ მთელ მსოფლიოს რომ თქვენ მზად ხართ დათმოთ მიტაცებული ძალაუფლება. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება და ამ ბრძოლის გეგმას 24-ში სხვა თანამოაზრეებთან ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ჯერი თქვენზეა, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ახლა თქვენ უნდა გასცეთ პასუხი იმ ასობით ათას გულანთებულ პატრიოტს – ვუბრუნებთ თუ არა ძალაუფლებას?!“ – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები