LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში 50-მდე მეპატრონემ ავტოფარეხები დათმო

314
62341442_1759880950824815_8431812824082153472_o

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მოხდა. 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას, ამ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა.

ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკვერი 8000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით აპრილში, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გამოვიდა. პროექტის ხარჯებს მერია ფარავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები