LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ახალგაზრდა ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს

99
პოლიცია 33

გლდანში ახალგაზრდა ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ნათესავების ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული და არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა, შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g