LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძი შარაშია: „ბევრი ბიჭისგან გამიგია: „აუ, კარგი ოჯახის შვილი იყო, ფულიანი და მოგეყვანა ცოლად, რა სულელი ხარ!

1318
goderdzisharashia3045

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, როგორ შეიძლება ოჯახისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება წლების განმავლობაში.

გოდერძი შარაშია:

„მოთმენა და პატივისცემაა ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს რომ ცოლად მოიყვან, ან მისთხოვდები, სამი თვის შემდეგ, უცებ რა იცვლება? სოციალური მდგომარეობაც ბევრს განსაზღვრავს. ბევრი ბიჭისგან გამიგია: „აუ, კარგი ოჯახის შვილი იყო, ფულიანი და მოგეყვანა ცოლად, რა სულელი ხარ! გოგონებისგან – აუ, რა კარგი მანქანა ჰყავს! ეს ფაქტორები დიდ ტოლს თამაშობს, თუმცა ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში ასეა.

ვიღას უკვირს ოჯახის დანგრევა და ხელმეორედ შექმნა, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთშიც, რომლებიც ასევე, დიდ ტრავმად აღიქვამენ ოჯახის დაშლას.

ძველად დიდი დოზით იყო ოჯახური ურთიერთობების პატივისცემა, ხანგრძლივი ქორწინებები. ადამიანები ახლა ხუთ ქორწინებას ასწრებენ და ვინ გაარკვევს, რომელია ნორმალური?!

მე მგონია, რომ ხანგრძლივი თანაცხოვრება, კარგისა და ცუდის ერთად გავლაა. ხუთ წელიწადში რომ ხუთ ოჯახს ქმნი, ეს არ ვარგა, მე ეს არ მომწონს. რამდენი იტყვის, შენ ვინ გკითხავსო?! არც არავინ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე მყარი ოჯახები მომწონს“.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g