LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება

212
vaxtang

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება.

„საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება – უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მაქსიმალური აქცენტი გვაქვს უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ისე – გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოსდა, უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია. მან 2019, 2021 და 2022 წლის 24 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდების მონაცემები შეადარა ერთმანეთს.

„2020 წელს მთლიანად დაკეტილი იყო. 2019-სა და 2021-ს თუ შევადარებთ, იმაზე ნაკლებია შემოსული, ვიდრე იქამდე შემოდიოდა. ომის დაწყებიდან, 24-დან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული.

ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა – ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც, გაჩერებული ფრენების გამო, ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სტამბულში, ანკარაში, ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან.

რა თქმა უნდა, ამ ხალხის შემოსვლაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად ითვლება, თუმცა, ტოვებენ ქვეყანას და გადიან. ნახევარიც არ რჩება. თუ არ ვცდები, 3 000 ადამიანია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, რა კეთდება, რომ დივერსანტები არ შემოიპარონ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ღიად ვერ ისაუბრებს.

„დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა სპეციფიკაა და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ვმუშაობთ უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. დივერსანტების შემოპარვა საერთოდ სხვა თემაა. ამაზე ღიად ვერ ვიტყვი, რას და როგორ ვაკეთებთ“, – დასძინა გომელაურმა.

კითხვაზე, ​რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმი ხომ არ ამოქმედდება, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის.

„მე მაგაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ასე ვიტყოდი, ჩვენ, ძალოვნებს უფრო გამკაცრებული გვაქვს. იყო ბევრი შემთხვევა, თუნდაც იყო, სახელს ვერ გეტყვით, ჟურნალისტი არ შემოუშვესო, დიახ, „დოჟდის“ ჟურნალისტი.

ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი, ერთ-ერთი ალბათ ისიც მოყვა. ეს ჩვეულებრივი გაწერილი წესია, რასაც მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ – არა.

ამას არ წყვეტს მინისტრი, არც მისი კურატორი მოადგილე და ასე შემდეგ. არის თვითონ მოსაზღვრე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, შემოუშვას თუ არა. აქ არის როგორც რუსეთის მოქალაქე, ასევე ბელარუსის, უკრაინის, გერმანიის და სხვა ქვეყნებისაც. სტანდარტული გაიდლაინით მოქმედებს მესაზღვრე. არის კრიტერიუმები, ადამიანი სად რჩება, ვისთან მიდის, აღებული აქვს თუ არა უკანა ბილეთი, ალბათ, რაღაც ვერ დააკმაყოფილა. ბევრია ხოლმე აგრესიის შემთხვევა, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც აქვს საქართველოს, ასპროცენტიანი დაცვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხო იყოს. მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საზღვრებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გომელაურს “მინისტრის საათის” ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და “კეტჩუპს” ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ – შს მინისტრი

გომელაური: ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია

გომელაური: ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g