LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

777
chxubi

გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.  

გორის ფეშენ ვიქზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ

ადამაშვილი ამტკიცებს, რომ მასხულიამ ის თმით ითრია, რის გამოც პოლიცია გამოიძახა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დასკვნითი ღონისძიების ჩაშლაში ადამაშვილს წვლილი მიუძღვის.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები