LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გორში ტრაგიკული ამბავი მოხდა.. რატომ არ არის ჩუტყვავილას აცრა ქვეყანაში ხელმისაწვდომი?“ – ქეთევან თურაზაშვილი ჯანდაცვის მინისტრს

177
Untitled design (2)

„რატომ არ არის ხელმისაწვდომი ჩუტყვავილას აცრა ქვეყანაში და რატომ ვერ იღებენ საპენსიო ასაკის სასწრაფოს ექიმები ხელფასთან ერთად პენსიას“, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც 18 მაისს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, 4 წლის ბავშვი დაიღუპა – რას ჰყვება ოჯახის ახლობელი

ქეთევან თურაზაშვილი გამოეხმაურა 17 მაისს, გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალებას, რის მიზეზადაც, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებას ასახელებენ:

„მაინტერესებს რას ფიქრობთ იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინა არ არსებობს და მშობლებს არ ეძლევათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში საკუთარი შვილები აცრან. მშობლების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდი იყო, მათ უნდოდათ აეცრათ შვილები, რადგან სკოლებსა და ბაღებში მოდებული იყო, მაგრამ ისინი ვაქცინას ვერ შოულობენ. ჩვენ მარტში წერილიც მოგწერეთ, გასაგებია, რომ გეგმური აცრების კალენდარში მოსახვედრად გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, მაგრამ რა პრობლემაა, რომ ქვეყანაში ვაქცინა არსებობდეს და ვისაც სურვილი აქვს, შეძლოს, რომ საკუთარი შვილი ვაქცინით აცრას?

გორში გუშინ ტრაგიკული ამბავი მოხდა – 4 წლის ბავშვი, რომელსაც ჩუტყვავილა ჰქონდა, ამ ინფექციის გართულებებით გარდაიცვალა. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა, რომ ქვეყანაში ვაქცინა არსებობდეს, რათა ასეთი ფატალური შედეგი თავიდან ავიცილოთ“, – მიმართა თურაზაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს.

„მოქალაქეების“ წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „ჩუტყვავილას ვაქცინა ოფიციალურად ჩვენი აცრების კალენდარში არც ერთ წელს, არასდროს ყოფილა“

„არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია ყოფილა ოდესმე, რომ ვაქცინა კალენდარში შეგვეტანა.

აქ მეორე პრობლემა ისაა, რომ თუ არ აიცრა რისკ-ჯგუფების მინიმუმ 80%, აცრას აზრი არ აქვს. 80%-იანი მოცვა ქვეყნის მასშტაბით იმდენად რთულია, რომ არაეფექტურობამდე მივდივართ და ვაქცინის შემოტანას აზრი ეკარგება.

ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ვიცით, რომ არაეფექტური იქნება და შედეგი არ ექნება, აზრი არ აქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისათვის, გორში 4 წლის მოზარდი 17 მაისს გარდაიცვალა. მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ადგილობრივმა ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

„ექიმს ვეუბნები, ჩქარა, ცუდადაა, გადასხმა ან რამე გაუკეთეთ-თქო და მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო.. დედას ჩააკვდა ხელებში“ – გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია

როგორც „ფორტუნას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა სააგენტომ უკვე დაიწყო.

მოკვლევა ჩაატარა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმაც.

მომხდართან დაკავშირებით 2 განცხადება გაავრცელა კლინიკა „გორმედმაც“:

„პაციენტმა კლინიკაში 10 წუთი დაჰყო.. ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა.. ექიმის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან“ – რა განცხადებას ავრცელებს „გორმედი“ 

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკა „გორმედი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

magti 5g