რამდენიმე საათში ანიტა ფაცაცია ინდოეთში გაემგზავრება. იქ მას ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც ანიტას დედა სოციალურ ქსელში წერს, ანიტამ 12 საათიან ფრენას უნდა გაუძლოს. ანიტას მხარდამჭერებს მარიკო სადრაძე სთხოვს ილოცონ პატარასთვის.
“ანიტელებო, რამდენიმე საათში ჩავსხდებით თვითმფრინავში. წარმოდგენაზეც კი ვკანკალებ. ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი და მინდა დავამტკიცოთ, რომ ანიტა მებრძოლია. ის შეძლებს გაუმკლავდეს 12 საათიან ფრენას, მაგრამ ისევ თქვენი დახმარება დაგვჭირდება. გთხოვთ, თქვენებური ერთობა დაგვანახოთ და ილოცოთ ჩვენი გოგოსთვის <3 მე მჯერა, რომ აქამდე ამან მოგვიყვანა!!! შეიკრიბა ჯგუფი, რომლებიც მზად არიან 17 საათი გადაბმულად ილოცონ. აბა თქვენ იცით, ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე ილოცეთ, მე მწამს თქვენი გულწრფელი სიტყვებისა და უანგარო სიყვარულის. თვითმფრინავში ასვლისას შევეცდები ერთ-ერთ ჯგუფის მოდერატორს მაინც დავუკავშირდე, რომ გაცნობოთ ზუსტად ჩაჯდომის მომენტი. თქვენი დიდი იმედი მაქვს, ლოცვით გაერთიანდით მთელი ერი და ამას ჩვენი ანიტა აუცილებლად იგრძნობს,”-წერს ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში.